რევაზ სოხაძე ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
7 მაისი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბერმან ლამს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმ მაგისტრალური გზების მშენებლობის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ADB-ის მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი მათ შორის შეეხო ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და თბილისის შემოვლითი გზის პროექტებს.
შეხვედრაზე აღინიშნა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზაბახიძე, ასევე ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოპერაციების ხელმძღვანელი ანდერს პეტერსონი, ტრანსპორტის სექტორის პროექტების ადმინისტრირების განყოფილების ხელმძღვანელი ლი მინგ ტაი და ტრანსპორტის სპეციალისტი, მისიის ხელმძღვანელი უნურჯარგალ დალაიხუ.